გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებული ქალის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

23-03-2020

მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებული ქალის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე რჩება - ის ამჟამად თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. კლინიკის ხელმძღვანელს არსებული ურთულესი მდგომარეობიდან გამომდინარე დადებითი პროგნოზების გაკეთება უჭირს.

"კლინიკაში არის 6 ინფიცირებული პაციენტი. მოგახსენებთ, რომ ეს პაციენტი არის კრიტიკული, სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობით. პაციენტს დაახლოებით 2 კვირის უკან აღენიშნებოდა სუნთქვის გაძნელება, ცხელება. ამის გამო დაგვიანებით მიმართა კლინიკას 18 რიცხვში, სადაც დადასტურდა ორმხრივი მწვავე პნევმონია. დინამიკაში სუნთქვის უკმარისობა პროგრესირდა, ამიტომ გადაყვანილ იქნა პაციენტი მართვით სუნთქვაზე.

რაც შეეხება ამ ეტაპისთვის პაციენტის მდგომარეობა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არის კრიტიკული," - განაცხადა თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა.

პარალელურად, ეპიდემიოლოგები იმ კონტაქტების დადგენას ცდილობენ, ვისთანაც პაციენტს ბოლო დღეებში შეხება ჰქონდა. წინასწარი ინფორმაციით, 86 კონტაქტი უკვე იდენტიფიცირებულია, თუმცა ძებნა გრძელდება.

სულ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში COVID-19-ით ინფიცირებული 6 პირია მოთავსებული.

რუსთავი2