გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ონის მუნიციპალიტეტის მერმა კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებებზე მომუშავე ჯგუფთან შეხვედრა გამართა

23-03-2020

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალიტეტის მერის ემზარ საბანაძის ხელმძღვანელობით, ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებებზე მომუშავე კოორდინაციის სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა.
ჯგუფის შემადგენლობაში საკრებულოს თავმჯდომარესთან შუქურა ჯაფარიძესთან და მერის მოადგილეებთან ერთად მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა სფეროს ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები შედიან.
შეხვედრაზე ახალ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით არსებული ვითარება განიხილეს.
‼ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნონა ბაკურაძემ სამუშაო ჯგუფის წევრებს თვითიზოლაციაში მყოფი პირების შესახებ ამ დროისთვის არსებული ინფორმაცია გააცნო.
ემზარ საბანაძის განცხადებით, შექმნილ სამუშაო ჯგუფში შემავალმა ყველა სტრუქტურის წარმომადგენელმა მაქსიმალურად მჭიდროდ და შეთანხმებულად უნდა ითანამშრომლოს ერთმანეთთან, რათა პრობლემასთან ბრძოლა ეფექტური იყოს და მასთან გამკლავება დროულად მოხდეს.