გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ირაკლი ჩიქოვანი: დავრჩეთ სახლში და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გამოვიდეთ სახლიდან

23-03-2020


დღეისათვის საქართველოში გვაქვს 54 ინფიცირების დადასტურებული ფაქტი, მაგრამ სასიამოვნოა ის, რომ უკვე 8 ადამიანია ვინც გამოჯანმრთელდა ამ ვირუსისგან და შესაბამისი პროტოკოლის გათვალისწინებით უკვე, დატოვა სამედიცინო დაწესებულება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, დარჩნენ სახლში და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გამოვიდნენ სახლიდან.

„საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო საქართველოს ყველა მოქალაქეს, დავრჩეთ სახლში, და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გამოვიდეთ სახლიდან, ვინაიდან, ამ მოქმედებით ჩვენ დავიცავთ საკუთარ თავს და ჩვენს გარშემომყოფებს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.