გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ნატო ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს

23-03-2020

ნატო არ ცნობს ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. არჩევნებს, - განაცხადა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ.

„ნატო არ ცნობს ეგრეთ წოდებულ არჩევნებს, რომელიც გუშინ საქართველოს რეგიონში, აფხაზეთში გაიმართა. ალიანსი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

22 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა.

imedinews.ge