გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გორის მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა შეიცვლება

9-02-2018

გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა, გერბი და დროშა შეიცვლება, - ინფორმაციას radiomosaic ავრცელებს.

ცვლილება ორი ერთეულის, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტისა და გორის მუნიციპალიტეტის გაერთიანებამ გამოიწვია. საკრებულო უფლებამოსილია, ჰერალდიკის საბჭოსთან შეთანხმებით, აღადგინოს მუნიციპალიტეტის გაყოფამდე არსებული სიმბოლოები ან დაადგინოს ახალი.

იმისათვის, რომ გადაწყდეს, ოთხი წლის წინ მოქმედი სიმბოლიკას დაუბრუნონ იურიდიული ძალა თუ ახალ საუკეთესო პროექტზე კონკურსი გამოაცხადონ, ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში დროებითი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფი 18 წევრით განისაზღვრა. მათ შორის ვერ მოხვდნენ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რადგან წევრობისთვის აუცილებელი პირობაა, ფრაქციის წარმომადგენლობა. მათი ფრაქცია კი, გაუქმებულად გამოცხადდა.

სამუშაო ჯგუფში, დეპუტატებთან ერთად, ისტორიკოსები და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სპეციალისტები არიან.

imedinews.ge