გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ტექდათვალიერების ცენტრების საქმიანობა წესების დაცვით გაგრძელდება

24-03-2020

„ტექინსპექტირებთან დაკავშირებული სერვისები არ შედის აკრძალვაში. ტესტირების ცენტრების საქმიანობა გრძელდება წესების დაცვით,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის განცხადებით, ხელისუფლებას არ აუკრძალავს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სერვისების ფუნქციონირება. მისი თქმით, შესაბამისი ტესტირების ცენტრები მოემსახურებიან როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. „რაც შეეხება ჯარიმებს, შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე მოქალაქეებს ჯარიმები არ დაეკისრებათ და ისინი გადავადებულია. ამასთან, ეს წესი იმოქმედებს მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პირობებში,“ - განაცხადა მინისტრმა.