გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ქობულეთში, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებიდან პროდუქტის გაცემა მიმდინარეობს

24-03-2020

ქობულეთის საბავშვო ბაღებში არსებულ მარაგს უკვე გასცემენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებზე.

საკვებ პროდუქტს მიიღებენ ის ბავშვებიც, ვისი დედაც მარტოხელაა, ასევე ოჯახი, რომელსაც 37 ათასამდე სარეიტინგო ქულა აქვს სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიან ბაზაში.

„ეს არის პირველი ეტაპი. მეორე ეტაპზე, რომელიც სავარაუდოდ მიმდინარე კვირიდან დაიწყება, თითოულ ბავშვს გადავცემთ საკვებ პროდუქტებს. ამ ეტაპზე მომწოდებლებისგან ფასების დაზუსტებას ველოდებით და ქობულეთის მერიაში ამის შემდეგ მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას.

ჩვენი მიზანია, არცერთი ბაღის აღსაზრდელი არ დარჩეს სასურსათო კალათის გარეშე"-აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.