გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული კერძო საკუთრებასთან დაკავშირებული შეზღუდვები განმარტა

24-03-2020

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ იმ შეზღუდვებზე ისაუბრა, რომელიც, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, კერძო საკუთრებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს ეხება.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პირველივე მოთხოვნისთანავე, იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებული არიან - საქართველოს მოქალაქეების საქართველოში ჩამოყვანის და ტვირთის ტრანსპორტირების მიზნით განახორციელონ ჩარტერული ფრენები. უზრუნველყონ შესაბამისი პირებისა და ტვირთების გადაყვანა-გადაზიდვა საკარანტინო ზონებში და დანიშნულების ადგილებში. გამოყონ სასტუმრო და განთავსების მსგავსი საშუალებები ყველა თანმდევი სერვისით სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განთავსებისა და სათანადო პირობების შექმნის მიზნით“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.