გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ირაკლი ჩიქოვანი: ბოლო ორი დღის განმავლობაში StopCoV ფონდში 6 მილიონამდე ლარის ოდენობის თანხა აკუმულირდა

25-03-2020


ბოლო ორი დღის განმავლობაში Stopcov ფონდში აკუმულირდა 6 მილიონამდე ლარის ოდენობის თანხა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, კორონავირუსთან დაკავშრებით, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის მრჩეველმა ბიზნესს სოციალური პასუხისმგებლობის პირობებში გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„როგორც იცით, ამოქმედებულია Stopcov ფონდი, რომელიც დაფუძნებულია სოლიდარობაზე და რომელიც შექმნილია ბიზნესომბუდსმენთან ერთდ. ეს პლატფორმა ძალიან კარგად მუშაობს, ვინაიდან აქ ერთიანდება როგორც საჭიროებები, ასევე ის შესაძლებლობები, რომელიც ბიზნესს აქვს და ის სოციალური პასუხისმგებლობის პირობებში გამოხატული მხარდაჭერა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.