გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი ჩიქოვანი: მარნეულსა და ბოლნისში ადგილობრივმა თვითმმართველობებმა და მედიკოსებმა 20 000 ადამიანი შეამოწმეს

25-03-2020


ჩვენ დავიწყეთ, გარკვეული შემოწმებები მთლიანად ორივე რაიონის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ჯგუფებმა, რომლებიც დაკომპლექტებულია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებით, ასევე მედიკოსებით, უკვე შეძლეს 20 ათასზე მეტი ადამიანის მონახულება.
„მათ უტარებენ გარკვეულ გამოკითხვებს, უზომავენ სიცხეს. ასევე, უტარდებათ სხვა სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამ 20 ათასი ადამიანიდან, მხოლოდ და მხოლოდ 25 ადამიანს დაუფიქსირდა სიცხე, აქედან საყურადღებო იყო მხოლოდ 2 და შესაბამისად, ისინი მოთავსებულები არიან საავადმყოფოში, მარნეულში,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.