გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მერაბ ქვარაია ნაციონალური მოძრაობის მიერ ზუგდიდში ორგანიზებულ აქციაზე: ეს არის გეგმაზომიერი მავნებლობა

26-03-2020

„ყოვლად მიუღებელია მსგავსი აქციები თუ მსგავსი მოქმედებები. წარმოუდგენელია ამას დაარქვა ან უცოდინრობა ან ზერელეობა.  ეს არის გეგმაზომიერი მავნებლობა და ამას სახელი უნდა დაერქვას“,-ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი,  ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქციას, სადაც მოსახლეობას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით პირბადეები ურიგდებოდა.

 

„დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო არის სოლიდარული და ყველანი ვთანხმდებით, რომ ადამიანის ჯანმრთელობა არის ყველაზე მთავარი ღირებულება, მართლაც წარმოუდგენელია იმოქმედო ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ, დაუშვებელია მსგავსი მოქმედებები. აუცილებელია უკლებლივ ყველამ დავიცვათ რეკომენდაციები, რათა დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობა, საკუთარი ჯანმრთელობა და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“,-განაცხადა მერაბ ქვარაიამ.​