გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

სააკაშვილი ზუგდიდში გამართულ აქციაზე: თხოვნით მივმართე მთავრობას, წაეღოთ ეს მარაგი და თავად უზრუნველეყო მოსახლეობისთვის დარიგება

27-03-2020

ზუგ­დი­დის ცენ­ტრა­ლურ ბულ­ვარ­ში " საპ­რე­ზი­დენ­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კისა" და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ აქ­ცი­ასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა განმარტება გააკეთა და მომხდარში ხელისუფლება დაადანაშაულა. მისი თქმით, მთავრობას სთხოვა, თავად უზრუნველეყო პირბადეების მოსახლეობისთვის დარიგება, მაგრამ მათ შეთავაზება უგულველყვეს.


ამის შესახებ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.


"რამდენიმე დღის წინ,ჩემს საჯარო მიმართვაში,მივმართე ხელისუფლებას იმასთან დაკავშირებით,რომ სააკაშვილის სახელობის ბიბლიოთეკას აქვს ყველა ის საჭირო დამცავი ატრიბუტი,რაც ვირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია და მივმართე თხოვნით მთავრობას წაეღოთ ეს მარაგი და თავად უზრუნველეყო მოსახლეობისთვის დარიგება. მათ უგულველყეს ეს შეთავაზება და ახლა აქეთ ბრალს დებენ ბიბლიოთეკას და მის მოხალისეებს"- განაცხადა სააკაშვილმა.


შეგახსენებთ, ზუგ­დი­დის ცენ­ტრა­ლურ ბულ­ვარ­ში "სა­ა­კაშ­ვი­ლის საპ­რე­ზი­დენ­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კის" და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ აქ­ცი­აზე პირ­ბა­დე­ები, სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რები და ხელ­თათ­მა­ნები დაარიგეს. ბულ­ვარ­ში სა­მე­დი­ცი­ნო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის მი­სა­ღე­ბად ასზე მეტი ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა, მაშინ, როცა 10 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია.