გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ათენი-თბილისის რეისით ჩამოსული მგზავრები ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს

27-03-2020

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების საქართველოში დაბრუნების პროცესი მიმდინარეობს.

ერთერთი ასეთი რეისი, ათენი-თბილისი-ათენი 24 მარტს განხორციელდა. რეისის მგზავრები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ საკარანტინო სივრცეებში განთავსდნენ. „ეგეოსის ავიახაზების“ საჰაერო ხომალდით ათენი საქართველოს 121 - მა მოქალაქემ დატოვა,მათ შორის იყვნენ სტუდენტებიც. თანამოქალაქეების თბილისში დაბრუნების პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სამშობლოში დაბრუნებული თანამოქალაქეებისთვის სასტუმროები თბილისსა და რეგიონებში უზრუნველყო, სადაც ყველა პირობაა შექმნილი კარანტინში მყოფ პირთა მაქსიმალური კომფორტისთვის. მოქალაქეები უზრუნველყოფილნი არიან სამჯერადი კვებით, ინდივიდუალური სამედიცინო ინვენტარით, იმყოფებიან ექიმები მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ.

10 აპრილამდე ევროპის მიმართულებებიდან კიდევ 4 რეისია ჩანიშნული. 26 მარტი - თბილისი - ვენა - თბილისი,31 მარტი - თბილისი - ამსტერდამი - თბილისი, 3 აპრილი - თბილისი - ათენი - თბილსი, 10 აპრილი - თბილისი - ლარნაკა - თბილისი.

ამ ეტაპზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საქართველოს მასშტაბით საკარანტინო ზონები 59 სასტუმროშია მოწყობილი სადაც 4154 ადამიანია განთავსებული.