გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ლანჩხუთში „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა და მოხალისეთა ჯგუფებმა მოქალაქეებს COVID – 19-ის გავრცელების საპრევენციოდ რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდეს

27-03-2020

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „წითელი ჯვრის“ ლანჩხუთის ფილიალის წარმომადგენლებმა და მუნიციპალიტეტში შექმნილმა მოხალისეთა ჯგუფმა, სხვადასხვა ობიექტებთან შეკრებილ მოქალაქეებს ინფორმაცია მიაწოდეს. განსაკუთრებული ყურადღება „ლიბერთი ბანკის“ ტერიტორიაზე გამახვილდა. რადგან ამ ბანკის მომსახურებით ძირითადად რისკ ჯგუფის ადამიანები სარგებლობენ.

მოხალისეებმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესახებ და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდეს, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი COVID – 19 გავრცელების რისკი.