გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პაატა იმნაძე: ძალიან სწრაფად ხდებოდა ყველა გაცემული რეკომენდაციის იმპლემენტაცია, რისთვისაც გიორგი გახარიას პირადად მინდა მადლობა ვუთხრა

27-03-2020


ყველა რეკომენდაცია, რომელიც დღემდე იყო გაცემული, ძალიან სწრაფად ხდებოდა ამის იმპლემენტაცია, რისთვისაც პირადად მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გიორგი გახარიას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


კითხვაზე, ხედავს თუ არა ის საყოველთაო კარანტინის გამოცხადების აუცილებლობას, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ამის აუცილებლობა არ არსებობს.


„ჯერჯერობით საყოველთაო კარანტინის შესახებ რეკომენდაცია არ გაცემულა. როგორც კი ამის პირველ საჭიროებას დავინახავთ, იმედი მაქვს, ეს განხორციელდება მომენტალურად, როგორც აქამდე ხდებოდა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.