გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ალექსანდრე მოწერელია ხორბლის გადამამუშავებელ საწარმოში პროდუქციის მარაგს გაეცნო

28-03-2020


სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ხორბლის გადამამუშავებელ საწარმო ,,ცერერაში", ხორბლის და გადამუშავებული პროდუქციის მარაგს გაეცნო. ალექსანდრე მოწერელიას განმარტებით ქარხანას ფქვილის მარაგი აქვს და მეწარმე დამატებით პროდუქციას ელოდება.

ხორბლის გადამამუშავებელი საწარმო ,,ცერერა", რომელიც ზუგდიდში მდებარეობს და ფქვილით საქართველოს რეგიონებს ამარაგებს, დღე-ღამეში 250 ტონა ხორბლის გადამუშავებას ახდენს.

სახელმწიფო რწმუნებული, საწარმოო პროცესს ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატთან ედიშერ თოლორაიასთან და ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად გაეცნო.

,,ცერერას" დირექტორი ბესიკ ხაინდრავა, მთავრობის გადაწყვეტილებას სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასების დაზღვევასთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესს უწოდებს. საუბარია ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე - ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, მზესუმზირის ზეთი, ხორბლის ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო.