გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

კასპის საბავშო ბაღებში აღსაზრდელთა კუთვნილი პროდუქტის გაცემა დაიწყო

28-03-2020

კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ტატანაშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლეონიძე, თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ჯავახიშვილი და მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი თეა ხორბალაძე ქალაქის ხუთ საბავშო ბაღში, აღსაზრდელებისთვის  საკვები პროდუქტების  გაცემას დაესწრნენ.

მერიის გადაწყვეტილებით, 26 საბავშვო ბაღის 1 600 აღსაზრდელის   ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი არამალფუჭებადი პროდუქტები მშობლებს ურიგდებათ.

პროდუქტების გაცემა  ორგანიზებულად,  სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სოციალური დისტანციის დაცვით მიმდინარეობს.