გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

პრემიერ-მინისტრი ენგურის ხიდთან შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე იმყოფებოდა

28-03-2020


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ენგურის ხიდთან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაური პოლიციელებს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და სამედიცინო პერსონალს გაესაუბრა.

გიორგი გახარია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ, ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად იმყოფებოდა.