გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ონის სოფლებში ექიმები შემოვლას განახორციელებენ

29-03-2020

ონის მუნიციპალიტეტის მერმა, ემზარ საბანაძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, შუქურა ჯაფარიძესთან და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად საგანგებო შეხვედრაგამართა, რომელსაც ასევე მოხალისეები, სოფლის ექიმები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საავადმყოფოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ემზარ საბანაძემ სოფლის ექიმებს, საკრებულოს დეპუტატებს და მერის წარმომადგენლებს სამხარეო ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინიციატივისა და დავალების შესახებ ინფორმაცია გააცნო, რომელიც ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში ოჯახის საჭიროებების, ჯანმრთელობის მდგომარეობის და სხვადასხვა პრობლემური საკითების დროულად იდენტიფიკაციისთვის ინდივიდუალურად ყველა ოჯახში მისვლას გულისხმობს.

შეიქმნა გრაფიკი, რომლის მიხედვითაც, დავალებაზე დროულად რეაგირების მიზნით სოფლის ექიმების, მოხალისეების, მერის წარმომადგენლების და საკრებულოს დეპუტატების შემოვლა ოჯახებში დღეიდან დაიწყება.