გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ონში საცხოვრებელ კორპუსებს დეზინფექცია ჩაუტარდა

29-03-2020

ონის მუნიციპალიტეტის მერის, ემზარ საბანაძის გადაწყვეტილებით ახალ covid 19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა.

ემზარ საბანაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე მიიღო.
სადენზიფექციო სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი დაესწრო და მოსახლეობა გაესაუბრა.

როგორც ემზარ საბანაძემ აღნიშნული ბინების მაცხოვრებლებთან საუბრისას აღნიშნა, რეკომენდაციით გათვალისწინებული წესების დაცვა აუცილებელია.

ასევე მან, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობას ვირუსთან ბრძოლის საქმეში და ადგილობრივებს სახლში დარჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

როგორც ონის მერიაში აცხადებენ, სადეზინფექციო სამუშაოები ონის მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად მომავალშიც გაგრძელდება.