გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ონის სოფლებში მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება მიმდინარეობს

31-03-2020

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის ინიციატივის შესაბამისად ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში მერის წარმომადგენლების, საკრებულოს დეპუტატებისა და სოფლის ექიმების კარდაკარ შემოვლა და მოსახლეობის საჭიროებების, ჯანმრთებლობის მდგომარეობის ადგილზე გაცნობა დაიწყო.

აღნიშნული ახალი COVID-19-ის ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დაიგეგმა და მუნიციპალიტეტში არსებული ვითარების, პრობლემური საკითხების და რისკფაქტორების დროულ იდენტიფიცირებას ისახავს მიზნად.

შემოვლა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორცოში,ხიდეშლებში,მაჟიეთში,სოფელ გლოლასა და სახელაშვილის დასახლებაში განხორციელდა.
ონის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგანგებოდ შედგენილი გრაფიკის მიხედვით გაგრძელდება.

მოსახლეობაში შემოვლის პროცესს ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე,საკრებულოს თავმჯდომარესთან შუქურა ჯაფარიძესთან ერთად უშუალოდ უწევს მონიტორინგს.