გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თელავში და ახალციხეში სპეციალური გამშვები პუნქტები მოეწყობა

31-03-2020

საქართველოს მასშტაბით 7 მუნიციპალიტეტის საზღვარზე უკვე ამოქმედდა, სპეციალური გამშვები პუნქტები - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ანალოგიური პუნქტები ამოქმედდება კიდევ 2 მუნიციპალიტეტში. ეს 2 მუნიციპალიტეტი გახლავთ თელავი და ახალციხე.

„მოწყობილია სპეციალური გამშვები პუნქტები, რომელიც მოაწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა და ასევე, თავდაცვის სამინისტროს ძალებმა. ამ პუნქტებზე ხდება მკაცრი კონტროლი იმ შეზღუდვებისა, რომელიც დაწესებულია საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში და რა თქმა უნდა, ასევე, მიმდინარეობს ჩვენი თანამოქალაქეების თერმოსკრინინგი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.