გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თავდაცვის ძალები, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, საქართველოს რეგიონებს აკონტროლებს

31-03-2020

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადების შემდეგ დაწესებულ შეზღუდვებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან საგანგებო რეჟიმში თავდაცვის ძალები, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, აკონტროლებს.
მთელი ღამის განმავლობაში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო თბილისში, რუსთავში, გორში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და ზუგდიდში. ასევე პატრულირება დაიწყო თავდაცვის ძალების მობილურმა ჯგუფებმა. თბილისის, რუსთავისა და გორის საკონტროლო გამშვებ პუნქტებს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები აკონტროლებენ. ბათუმის, ქუთაისის, ფოთისა და ზუგდიდის საკონტროლო გამშვებ პუნქტებთან კი, დასავლეთ სარდლობის პირადი შემადგენლობაა მობილიზებული.


საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე თავდაცვის ძალების წარმომადგენლები საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების მიხედვით ახორციელებენ მოქალაქეთა გადაადგილების კონტროლს. ადგილზე გაშლილია საველე კარვები, სადაც თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებასა და პირველად თერმოსკრინინგს აწარმოებს. საკონტროლო გამშვებ პუნქტებთან მობილიზებული სპეციალური ტექნიკა კი, ტერიტორიაზე შემავალი და გამომავალი ავტოტრანსპორტის სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებას უზრუნველყოფს.