გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

სოფელ ძველ ანაგაში სამელიორაციო არხები იწმინდება

1-04-2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“   სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო პროექტებს აქტიურად ახორციელებს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

სოფელ ძველ ანაგაში   ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან     ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებლის მიმდებარედ არსებული დამშრობი   არხები (საერთო სიგრძით 2,9 კმ) იწმინდება.

არხების მოწესრიგება მუნიციპალიტეტში 120 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებასთან ერთად, 80 ჰექტარ სატბორე მეურნეობისთვის წყლის მიწოდების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

დამშრობ არხებზე მიმდინარე ღონისძიებები კომპანიამ საკუთარი ძალებით მარტში დაიწყო და აპრილის ბოლოს დასრულდება.

დღეისათვის კახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 13 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს.