გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ნიკა მელია: როგორ პოპულისტობს მმართველი პარტია და თან როგორ ცდილობს იაფად გამოძვრეს!

3-04-2020

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია  საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიციატივას, ხელფასის 1/3 კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხონ, სოციალურ ქსელის საშუალებით ეხმაურება.


"საპარლამენტო უმრავლესობა, რომელსაც თავის რიგებში ოფიციალურად ჰყავს 28 მილიონერი, სოლიდარობის ნიშნად თმობს მომდევნო სამი თვის ხელფასის მესამედს....

ცოტა ცუდი საყურებელია, როგორ პოპულისტობს მმართველი პარტია და თან როგორ ცდილობს იაფად გამოძვრეს!

აი, მათ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს რომ გაეღო თავისი შემოსავლების ერთი მესამედი მაინც კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, მართლაც საქმე იქნებოდა და მერწმუნეთ, გადაბრუნებული სიტყვა არავის დასცდებოდა და ყველა მადლობას გადავუხდიდით"– დაწერა ნიკა მელიამ.