გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

5-04-2020

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ​ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან 81 წლის ქალი საუნივერსიტეტო კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს.

ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 170 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
მათ შორის 36 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2- გარდაიცვალა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 5067 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ 330 ადამიანი რჩება.