გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად მიმდინარეობს

5-04-2020

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თავდაცვის ძალების IV მექანიზებული და V საარტილერიო ბრიგადების ტერიტორიაზე თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის სარდლობამ სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა. სამხედრო ნაწილების სადეზინფექციო ჯგუფების მიერ სპეციალური ხსნარით ყოველდღიურად მუშავდება სასადილოები, საცხოვრებელი ყაზარმები, დერეფნები და სველი წერტილები.

ასევე, დეზინფექცია რეგულარულად უტარდება გზის სავალ ნაწილსა და საკონტროლო გამშვებ პუნქტებს.

თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტი ვირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით მუდმივად ახორციელებს თითოეული ქვედანაყოფის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგს.