გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

არჩილ ჯაფარიძე: ამ დროისთვის მხარეში თვითიზოლაციასა და კარანტინში აღარავინაა

6-04-2020

"ამ დროისთვის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში არ გვყავს არც ერთი პაციენტი თვითიზოლაციაში და კარანტინში, ყველა მოხსნილია უარყოფითი დიაგნოზით"-ამის შესახებ მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ განაცხადა.

"სულ გვყავდა 72 პაციენტი, მათ შორის 67 თვითიზოლაციაში და 5 საკარანტინო ზონაში.

მუნიციპალიტეტების მერებს მივეცი დავალება, დღეიდან, საჭიროების შემთხვევაში მაღალი რისკ ჯგუფის მქონე ადამიანების გადაადგილება საკვებისა და მედიკამენტების შესაძენად, უზრუნველყონ სოფლის რწმუნებულმა და დეპუტატმა, მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.

შესაბამისად, თუ კი ვერ ახერხებთ ტრანსპორტირებას და გაქვთ აუცილებელი საჭიროება მიმართეთ მათ.

ჩვენთვის, მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება"- განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.