გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში ცხელების ცენტრი გაიხსნა

6-04-2020

სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა დღეს ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში გახსნილი ცხელების ცენტრი მოინახულეს.

შოთა რეხვიაშვილი და დავით შერაზადიშვილი მედიკოსებს გაესაუბრნენ და ცენტრში არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნენ.

ცხელების ცენტრში ერთი ბოქსირებული პალატა და 35 საწოლია განთავსებული. ცენტრი მხოლოდ იმ პაციენტებს მიიღებს, რომელთაც რესპირატორული სიმპტომები და ტემპერატურა აღენიშნებათ. ადგილზე მოქალაქეებს ეპიდემიოლოგიური შემოწმება და სხვადასხვა კვლევა ჩაუტარდებათ.