გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და უმაღლესი საბჭო „ქართული ოცნების“ ინიციატივას უერთდებიან

6-04-2020

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები უერთდებიან „ქართული ოცნების“ ინიციატივას და სახელფასო ანაზღაურებიდან თანხის ნაწილს კორონოვირუსთან ბრძოლის ფონდში ჩარიცხავენ.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მხარს ვუჭერთ და ვუერთდებით მართველი პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ხელფასების ნაწილი კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხოთ. აფხაზეთის მთავრობის პარალელურად სოლიდარობის აქციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოც ერთვება. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ და წვლილი შევიტანოთ პანდემიასთან ბრძოლის საქმეში“ -განაცხადა რუსლან აბაშიძემ.