გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ლანჩხუთის მერი მედიკოსებს შეხვდა

7-04-2020

კორონავირუსთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების განხილვის მიზნით, ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, გურიის განყოფილების ხელმძღვანელ, არჩილ მჟავიასთან ერთად მუნიციპალიტეტში მოქმედ უბნისა და ოჯახის ექიმებს შეხვდა.

შეხვედრაზე ალექსანდრე სარიშვილმა მედიკოსთა საჭიროებები, მათი მზაობისა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიმდინარე ღონისძიებები განიხილა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა გურიის პირველადი ჯანდაცვის რეგიონალური კოორდინატორი მაია პაიჭაძე, რომელმაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია იმ პრევენციების შესახებ, რომელიც მედპერსონალმა უნდა განახორციელოს ვირუსის ნიშნების დაფიქსირების შემთხვევაში.

გარდა სამთავრობო ცხელი ხაზისა 144, სამივე მუნიციპალიტეტში რეგიონალური ცხელი ხაზი ფუნქციონირებს, სადაც თავს იყრის თითოეული მაცხოვრებლის დაფიქსირებული კითხვები, რომლებზეც ოპერატიულად ხდება რეაგირება.