გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ბათუმში შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - ინფიცირების წყარო უცნობია

7-04-2020

ბათუმში შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - გვიან ღამით კორონავირუსი 60 წლამდე ქალს დაუდასტურდა, რომლის ინფიცირების წყარო და კონტაქტები უცნობია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა.

ინფიცირებულმა ცხელების ცენტრამდე სხვა კლინიკას მიმართა. მას იმ დროისთვის ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ ჰქონია. კლინიკაში მედპერსონალს ჰქონდა ეკიპირება, თუმცა შემთხვევის დადასტურების შემდეგ კლინიკის 5 თანამშრომელი კარანტინში, 2 კი თვითიზოლაციაში გადავიდა.

ინფიცირებული ქალი ასევე იმყოფებოდა ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში. მიმდინარეობს ამ კონტაქტების გამოკვლევაც.

ინფიცირებულს ორმხრივი პნევმონია აღენიშნება, თუმცა მისი მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმე არ არის. ამჟამად ბათუმში 10 ინფიცირებულია.

რუსთავი2