გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ქვარაია: ვის უნდა დავუჯეროთ, გამყრელიძეს, რომელიც გამოცდილი სპეციალისტია თუ ვაშაძეს, რომელიც მხოლოდ დემაგოგიის კორიანტელს აყენებს?

8-04-2020

ვის უნდა დავუჯეროთ, გამყრელიძეს, რომელიც გამოცდილი სპეციალისტია თუ ვაშაძეს, რომელიც მხოლოდ დემაგოგიის კორიანტელს აყენებს?-

ამის შესახებ საქართველს პარლამენტის წევრმა მერაბ ქვარაიამ პალიტრის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით ხელისუფლების თითოეული გადაწყვეტილება ხდება პროფესიონალ ექიმებთან შეთანხმებით.

“ჩვენი პირველი და უმთავრესი ამოცანა არის ჯანმრთელობის უსაფრთხოება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების. აქედან გამომდინარე სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები პირველივე დღიდან იყო სწორი და ეფექტური. სხვა შემთხვევაში, არ გვექნებოდა ის შედეგები რაც დღეის მდგომარობით გვაქვს. ვის უნდა დავუჯეროთ, ამირან გამყრელიძეს, რომელიც გამოცდილი სპეციალისტი და თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია თუ გიორგი ვაშაძეს, რომელიც პოლიტიკური აქტიურობით ცდილობს ყურადღების მიპყრობას, სინამდვილეში კი წარმოდგენა არ აქვს რაზე ლაპარაკობს და მხოლოდ დემაგოგიის კორიანტელს აყენებს ? რა თქმა უნდა ამირან გამყრელიძეს. უნდა ვენდოთ და დავუჯეროთ! პროფესიონალი ექიმების რჩევების გათვალისწინების შედეგია ის პოზიტივი რაც დღეს გვაქვს “- განაცხადა მერაბ ქვარაიამ “პალიტრის” ეთერში.

ipress