გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი ჩიქოვანი დამატებითი რეგიონების საკარანტინო ზონად შესაძლო გამოცხადებაზე: ყველა გადაწყვეტილება დაეყრდნობა იმ ვითარებას, რაც იარსებებს კონკრეტულ მუნიციპალიტეტში

8-04-2020


ყველა გადაწყვეტილება დაეყრდნობა იმ რეალობას და იმ ვითარებას, რაც იარსებებს კონკრეტულ მუნიციპალიტეტში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, კითხვაზე, განიხილავს თუ არა საბჭო დამატებითი რეგიონების საკარანტინო ზონად გამოცხადებას.

მისი თქმით, გამკაცრების და შეზღუდვების ზომა და ხარისხი და დაყრდნობილი იქნება იმ მონაცემებზე, რაც მომავალში იქნება.

"ყველა გადაწყვეტილება დაეყრდნობა იმ რეალობას და იმ ვითარებას, რაც იარსებებს კონკრეტულ მუნიციპალიტეტში. გამკაცრების და შეზღუდვების ზომა და ხარისხი და დაყრდნობილი იქნება იმ მონაცემებზე, რაც გვექნება. დღეს არსებული მონაცემებით, ორი მუნიციპალიტეტი იმყოფება სრულ კარანტინში, 10 მუნიციპალიტეტი იმყოფება სპეციალური კონტროლის რეჟიმში. მიმდინარეობს პროაქტიული სკრინინგი. ჩვენ ამას გავაგრძელებთ და არსებული ვითარების შესაბამისად მივიღებთ ყველა სხვა დანარჩენ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.