გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების მე-2 შემთხვევა დაფიქსირდა

9-04-2020

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების მე-2 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას sputnik abkhazia ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, კორონავირუსით დაინფიცირებულ ქალს პირველ ინფიცირებულთან, მოსკოვიდან დაბრუნებულ მამაკაცთან, ჰქონდა კონტაქტი.
პაციენტი გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობს. მის მდგომარეობას ექიმები დამაკმაყოფილებლად აფასებენ.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გუშინ დადასტურდა. ინფიცირება დაუდგინდა მამაკაცს, რომელიც რუსეთიდან აფხაზეთში 29 მარტს შევიდა, ხოლო 4 აპრილს ცუდად გახდა. მამაკაცის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.