გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ოზურგეთის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

9-04-2020


კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ოზურგეთის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ხსნარით დამუშავდა ცენტრალური ქუჩები, მაღაზიებისა და სააფთიაქო ქსელების მიმდებარე ტერიტორიები. ქუჩები წყლის ჭავლით მოირეცხა. სამუშაოების მიმდინარეობას გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ. „ გურიის რეგიონში ვაგრძელებთ სადეზინფექციო სამუშაოებს. დეზინფექცია ჩაუტარდა ოზურგეთის ქუჩებს, სამუშაოები ლანჩხუთში და ჩოხატაურშიც ჩატარდება, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. რეგიონში დეზინფექცია მრავალბინიან სახლებს, საჯარო სკოლებს, საბავშო ბაღებს, ღია სივრცეებს და სხვადასხვა დაწესებულებს ჩაუტარდა“- განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ. სამუშაოები ოზურგეთის ა.(ა).ი.პ. "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრმა" და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ერთობლივად განახორციელეს.