გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ლანჩხუთში საბავშვო ბაღიდან საკვები პროდუქტები მოიპარეს

13-02-2018

8 თებერვალს ქურდობა მოხდა ლანჩხუთში. 

ნიგოითის ადმინისტრაციული ერთეულის, ჩოლობარგის საბავშვო ბაღიდან გამოძიებისთვის ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა საკვები პროდუქტები მოიპარეს.

"გიდასტურებთ ფაქტს, რომ ღამის საათებში საწყობიდან მოიპარეს საკვები პროდუქტები, სხვა არაფერი არ არის წაღებული და მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება"-აცხადებენ მერიის პრესსამსახურში. 

შსს-ს  ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს: "მხილებულია ერთი პირი და მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები"-გვიპასუხეს პრესსამსახურში. 

"გურიის მოამბე"