გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ გლდანში, კარანტინში მყოფ დევნილებს სასურსათო პროდუქტი გადასცა

9-04-2020

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები გლდანში მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში იმყოფებოდნენ, რომელიც კორონავირუსის შემთხვევის დადასტურების გამო რამდენიმე დღეა კარანტინში იმყოფება. მთავრობის წარმომადგნელებმა აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას პირველადი საჭიროების სასურსათო პროდუქტი გადასცეს. ასევე 5-9 წლამდე ასაკის 19 მოზარდს აფხაზეთის სულიერების ცენტრის მიერ გადმოცემული სასაჩუქრე ყუთები დაურიგდათ.