გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

თორნიკე რიჟვაძე: ეს არის ლოგიკური გაგრძელება ქველმოქმედების, რასაც ბიძინა ივანიშვილი უკვე წლებია ეწევა

9-04-2020

,,ეს არის ლოგიკური გაგრძელება ქველმოქმედების, რასაც ბიძინა ივანიშვილი უკვე წლებია ეწევა. და ასევე, ეს არის მესიჯი ყველა იმ ჩასაფრებული ოპონენტებისთვის, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში თითქოს მორატორიუმის რეჟიმში არ გვაკრიტიკებდნენ, მაგრამ ყოველთვის მაინც ცდილობდნენ, რომ ჩასაფრებული პოზიციიდან ესაუბრათ. როგორც მთავრობის ეფექტურობაზე, განსაკუთრებით პარტიის ლიდერის მოქმედებებზე. ამიტომ, ამ ადამიანებს მოუწევთ შეასრულონ ის სავალდებულო რეკომენდაცია, რომელიც ითვალისწინებს სახლში დარჩენას და ჩასაფრებულ პოზიციაში გაგრძელებას თავისი პოლიტიკური ცხოვრების“ - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილის მიერ StopCov ფონდში 100 მილიონის გადარიცხვასთან დაკავშირებით განაცხადა.