გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

თორნიკე რიჟვაძე: ხულოში პრემიერებასთან დაკავშირებით ამჟამად მხოლოდ პოლიტიკური ყვითელი ბარათით შემოვიფარგლე

9-04-2020

ხულოს მუნიციპალიტეტში გაცემულ პრემიებთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე პოლიტიკური ყვითელი ბარათით შემოიფარგლა.

"შესაბამისად, მომავალში, კიდევ ერთხელ, იმ პოზიციაზე ვრჩებით, ასეთ ფორს-მაჟორულ გარემოებაში, როდესაც ქვეყანას უჭირს დაუშვებელია პრემიების გაცემა და წახალისება. გადაწყვეტილების მიღებასთან მიმართებაში შემოვიფარგლეთ შესაბამისი პოლიტიკური და პარტიული გაფრთხილებით მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ეს პრემიები გაცემული იყო რიგით თანამშრომლებზე და მყისიერად მოხდა გაცემული პრემიების დაბრუნება ბიუჯეტში“-განაცხადა რიჟვაძემ.