გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი გახარია საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს გვერდით დგომისთვის მადლობას უხდის

9-04-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საერთაშორისო პარტნიორებს ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დიპლომატების ერთობლივ ღია წერილს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

„მადლობას ვუხდი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ამ გამოწვევებით აღსავსე პერიოდში საქართველოს გვერდით დგომისთვის. მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და ვიზიარებთ თქვენს რწმენას, რომ ამჟამინდელი კრიზისის დაძლევა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება“, - წერს გიორგი გახარია „ტვიტერში“.