გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ტყიბულში დევნილთა ოჯახებს დახმარება გაეწია

10-04-2020

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად სხვადასხვა სახის სოციალური ღონისძიებები აქტიურად ხორციელდება.  ამჯერად მუნ იციპალიტეტის   მერიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ,  ორგანიზებულ სექტორებში რეგისტრირებულ და  ფაქტობრივად მცხოვრებ ოჯახებს  ძირითადი მოხმარების საკვები პროდუქტები და მრავალჯერადი გამოყენების პირბადეები გადასცა.

26 დევნილ  ოჯახს პროდუქტები,  ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ნატალია კობახიძემ და მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის თანმაშრომლებმა ბინაზე მიუტანეს.

საერთო ჯამში მუნიციპალიტეტის მასშტაბით საკვები პროდუქტებით დახმარება   474  ბენეფიციარმა მიიღო.