გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბზობა ბზის გარეშე - საყოველთაო კარანტინის გამო მცენარე საქართველოში არ გაიყიდება

11-04-2020

ისტორიის მანძილზე წელს პირველად მრევლი საღვთო დღესასწაულს ბზის გარეშე შეხვდება. საყოველთაო კარანტინისა და ვაჭრობის მკაცრად განსაზღვრული აკრძალვის შემდეგ, მცენარე საქართველოს ტერიტორიაზე არსად გაიყიდება. კორონავირუსის მიზეზით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა არც ამ დღეს იქნება გამონაკლისი.

მცენარის ტოტები ბზობის დღესასწაულისთვის ეკლესიის ეზოებსა და ბაზრობებზე წლების განმავლობაში იყიდებოდა, თუმცა ახლა მრევლის უმეტესობა მცენარის კურთხევასა და მის სახლში წაღებას ვერ შეძლებს. ტრადიციის დარღვევის მიუხედავად, საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში ღვთისმსახურება წესისამებრ აღევლინება.

საკითხზე ოფიციალური განცხადება საპატრიარქოს, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია. ცალკეული სასულიერო პირების, მათ შორის, მეუფეების თქმით კი, ბზის კურთხევას მხოლოდ ის ადამიანები შეძლებენ, ვისაც ნერგი სახლში აქვთ და მცენარეს ეკლესიაში მიიტანენ.

COVID- 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბზის რეალიზაცია შეაჩერა ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომაც.