გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ლანჩხუთში ქუჩებს დეზინფექცია ჩაუტარდა

11-04-2020

ლანჩხუთის ქუჩებში კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ხსნარით დამუშავდა ცენტრალური ქუჩები, მაღაზიებისა და სააფთიაქო ქსელების მიმდებარე ტერიტორიები. ქუჩები წყლის ჭავლით მოირეცხა.

სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი და პირველ მოადგილე, ბიძინა იმნაიშვილთან ერთად დაესწრო.

სადეზინფექციო სამუშაოები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ა (ა) იპ „კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრისა“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ერთობლივად განახორციელეს.