გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

81 წლის ქალი, რომლის მდგომარეობაც მძიმე იყო, სავარაუდოდ, კლინიკას ხვალ დატოვებს - ლევან რატიანი

13-04-2020

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიციებილი 80 წლის ქალი ინფექციისგან განიკურნა და კლინიკას უახლოეს მომავალში დატოვებს.

მისივე განმარტებით, გაუმჯობესდა 42 წლის მამაკაცის მდგომარეობაც.

"ქალბატონი, რომელიც იყო 81 წლის, დღეს გადმოვა თერაპიის განყოფილებაში და ალბათ ხვალისთვის კლინიკას დატოვებს. ორჯერადი გადამოწმების შემდეგ, ამ ქალბატონთან არ დადასტურდა ინფექცია.
ასევე გვყავდა 42 წლის მამაკაცი, მძიმე პაციენტი, მასთან დაკავშირებით აღდგენილია ფილტვის ქსოვილის სტრუქტურა. ეს პაციენტიც გადავიდა თერაპიულ განყოფილებაში რამდენიმე საათის წინ.

დღეს რეანიმაციიდან კიდევ ერთი პაციენტის გადაყვანას ვაპირებთ, რომლის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია. ეს პაციენტიც არის ახალგაზრდა," - განმარეტა რატიანმა.

გარდა ამისა, რატიანის თქმით, კლინიკაში მყოფი ერთი ორსული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

 

rustavi2