გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

გიორგი ვაშაძე: უპრაგონო საგანგებო მდგომარეობას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები

13-04-2020

თითქმის ერთი თვე გავიდა და რას მივაღწიეთ? ისევ იქ ვართ, სადაც ვიყავით ერთი თვის წინ. წინ წავედით? არა, პირიქით უკან წავედით. გვაქვს შიმშილის პრობლემა ქვეყანაში, გაჩერებულია ეკონომიკა, აქედან გამომდინარე, უპრაგონო საგანგებო მდგომარეობას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან ერთად აუცილებელია ხელისუფლებამ კონრეტული გეგმა დადოს იმის შესახებ, თუ რას სთავაზობს მოსახლეობას.

თუ ჩვენ ცოდნა, გამოცდილება და პასუხისმგებლობა გვაქვს, უნდა მოვთხოვოთ ისე, როგორც არის ეს დემოკრატიულ სტანდარტში. აცხადებ საგანგებო მდგომარეობას? დადე გეგმა, რისთვის აცხადებ ამ საგანგებო მდგომარეობას, თუ არა, არანაიარი მხარდაჭერა არ იქნება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

imedinews.ge