გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ლევან რატიანი: 62 წლის პაციენტი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკულად მძიმე იყო დღეს კლინიკას დატოვებს

14-04-2020

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი აცხადებს, რომ 62 წლის პაციენტი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკულად მძიმე იყო, დღეს კლინიკას დატოვებს. მისივე თქმით, დღესვე კლინიკას დატოვებს კიდევ ერთი პირი, ის 65 წლის ქალია.

"ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 85 პაციენტი, აქედან ინფიცირებული არის 67. იცით, რომ ჩვენ გვყავდა პირველ პაციენტი კრიტიკული 62 წლის ქალბატონი. თქვენ იცით, რომ მისი მდგომარეობა იო კლინიკაში შემოყვანისას ტერმინალური. ამ ეტაპზე, მინდა გითხრათ, რომ ქალბატონი დღეს რამდენიმე საათში ეწერება კლინიკიდან გამოჯანმრთელებული მდგომარეობით. ასევე გვყავს ერთი გამოჯანმრთელებული შემთხვევა 65 წლის ქალბატონი, რომელიც ასევე რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას," - განაცხადა ლევან რატიანმა. 

რუსთავი2