გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებმა ბოლნისელი მედიკოსებისთვის ონლაინ ტრენინგი გამართეს

14-04-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა დავით წერეთელმა და გიორგი ჩახუნაშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლის ექიმებისა და მედიკოსებისთვის ონლაინ ტრენინგი გამართეს.

ტრენინგის ფარგლებში, ექიმებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ყველა იმ პრევენციული ღონისძიების შესახებ, რომლებიც ინფიცირებული პაციენტის გამოვლენისას მედიკოსებმა უნდა გაითვალისწინონ. ტრენინგზე ასევე სპეციალისტებმა COVID 19-თან დაკავშირებით ჩატარებული ახალი კვლევების შესახებაც ისაუბრეს.