გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ანაკლიის საკარანტინო სივრცეში კიდევ ორ პირს, რომლებსაც ინფიცირებულ სპორტსმენთან ჰქონდათ კონტაქტი, კორონავირუსი არ დაუდასტურდა

14-04-2020

ანაკლიის საკარანტინო სივრცეში მყოფ კიდევ ორ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ორი ადამიანი კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენის ე.წ. კლასტერს წარმოადგენს.

ნანა ოდიშარიას განმარტებით, საერთო ჯამში სპორტსმენის ე.წ. კლასტერიდან 27-ვე ადამიანზე უარყოფითი პასუხი მიიღეს და საკარანტინო სივრცეს ყველა დატოვებს.

კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენი სამეგრელოს რამდენიმე რაიონში იმყოფებოდა.

მისი თითქმის ყველა პირველადი კონტაქტი საკარანტინო სივრცეში იყო გადაყვანილი, რამდენიმე კი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

1tv.ge