| « აგვისტო 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 | ||||||
14-04-2020
უკვე დავასრულეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკება. საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის გაგრძელების პირობებზე შეთანხმებას, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ნიშნავს დამატებით 447 მილიონ დოლარს, 1 წლის განმავლობაში, რომელიც იქნება შემოსული ჩვენს ეკონომიკაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ბრიფინგისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმების პირობები, რომლებიც უკვე მიღწეულია. გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებაშია საერთაშორისო ორგანიზაციებთან